საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულის მუნიციპალიტეტი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს!
უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია სარეზერვო ფონდიდან ჰუმანიტარული დახმარებისთვის შესაბამის თანხას გამოყოფს.
უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია სარეზერვო ფონდიდან ჰუმანიტარული დახმარებისთვის შესაბამის თანხას გამოყოფს.
აღნიშნული თანხა პირველადი მოხმარების ნივთებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების შეძენას მოხმარდება.
მარნეულის მუნიციპალიტეტი, ჰუმანიტარულ პროცესებში აქტიური ჩართულობისკენ ბიზნეს სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც მოუწოდებს.
მოქალაქეთა საყურადღებოდ, ვისაც სურვილი აქვს ჰუმანიტარულ აქციაში მონაწილეობა მიიღოს, არამალფუჭებადი საკვებისა და პირველადი მოხმარების ნივთების მიტანა შესაძლებელია მიმდინარე წლის, 2 მარტის ჩათვლით, 14:00 საათამდე, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ადმინიტრაციულ შენობაში. მის: ქალაქი მარნეული, რუსთაველი ქუჩა №73.
ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია - საკონტაქტო პირი:
გიორგი მეურმიშვილი
ტელ.: 514 17 17 17