საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
განცხადება - კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა - PRAISE Marneuli
პროექტს ახორციელებს CENN, HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით და ემსახურება ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის შექმნის შესაძლებლობების გაზრდას, გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პოპულარიზების გზით.
პროექტს ახორციელებს CENN, HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით და ემსახურება ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის შექმნის შესაძლებლობების გაზრდას, გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პოპულარიზების გზით.
პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის სოფლებში სიღარიბის შემცირებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
მარნეულის მუნიციპალიტეტში, პროექტის ფარგლებში, იქმნება მულტისექტორული სამუშაო ჯგუფი, რომლის ძირითადი ფუნქციებია:
გარემოსადმი მეგობრული, კლიმატისადმი გამძლე სოფლის მეურნეობის საკითხებზე, საჭიროებათა კვლევაში და საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობა;
მიწასა და სხვა ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული პრობლემების ადვოკატირებაში ჩართულობა;
პროექტის საგრანტო კონკურსისთვის საზოგადოების მობილიზაციაში, საგრანტო პროექტების შერჩევასა და მათ მონიტორინგში ჩართულობა;
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის საზოგადოების მობილიზაციაში ჩართულობა;
ჯგუფში წევრობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებით. ჯგუფი იქნება მუნიციპალიტეტის, კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის აქტიურ წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული, ვინც სოფლის მეურნეობის ან/და მომიჯნავე სფეროებში საქმიანობს.
აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა - 31 მაისი, 23:59 საათი.
სამუშაო ჯგუფის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ საინფორმაციო დოკუმენტში: https://tinyurl.com/MSWGMission
გამოაგზავნე განაცხადი და არ გაუშვა მარნეულის მუნიციპალიტეტის განვითარებაში შენი წვლილის შეტანის შანსი;
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდით:
ნილუფერ კურბანოვა
ფერმერთა მობილიზების და კვალიფიკაციის ამაღლების კოორდინატორი
გიორგაძის ქუჩა #1, მარნეული, საქართველო,
t +995 32 275 19 03 / 04
f +995 32 275 19 05
m +995 599 02 30 90
nilufer.kurbanova@cenn.org
www.cenn.org