საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
განცხადება - საჯარო განხილვისთვის
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გარდაბნის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ,,ალავერდი“-ს (შესვლა-გასვლის 220 კვ ძაბვის ქ/ს ,,მარნეული-220“-ში №1 საყრდენსა და 220 კვ ძაბვის ქ/ს ,,მარნეული-220“-ის პორტალს შორის გაძარცვული უბნის და №12-№34 საყრდენებს შორის უბანი) რეაბილიტაციის პროექტი
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გარდაბნის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ,,ალავერდი“-ს (შესვლა-გასვლის 220 კვ ძაბვის ქ/ს ,,მარნეული-220“-ში №1 საყრდენსა და 220 კვ ძაბვის ქ/ს ,,მარნეული-220“-ის პორტალს შორის გაძარცვული უბნის და №12-№34 საყრდენებს შორის უბანი) რეაბილიტაციის პროექტი
2021 წლის 18 მარტს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სამინისტროში წარმოდგენილ იქნა გარდაბნის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ,,ალავერდი“-ს (შესვლა-გასვლის 220 კვ ძაბვის ქ/ს ,,მარნეული-220“-ში №1 საყრდენსა და 220 კვ ძაბვის ქ/ს ,,მარნეული-220“-ის პორტალს შორის გაძარცვული უბნის და №12-№34 საყრდენებს შორის უბანი) რეაბილიტაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და თანდართული დოკუმენტაცია.
გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებული იქნა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ლინკი - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31678)
ამასთან დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოსადგენად მითითებული ვადის (2021 წლის 24 მაისის ჩათვლით) ნაცვლად, შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 2 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: გარდაბნის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ,,ალავერდი“-ს (შესვლა-გასვლის 220 კვ ძაბვის ქ/ს ,,მარნეული-220“-ში №1 საყრდენსა და 220 კვ ძაბვის ქ/ს ,,მარნეული-220“-ის პორტალს შორის გაძარცვული უბნის და №12-№34 საყრდენებს შორის უბანი) რეაბილიტაცია;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტები;
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
• 2021 წლის 17 მაისი 10:00 საათი, გარდაბანის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა
• 2021 წლის 17 მაისი 15:00 საათი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, კაპანახჩის სათემოს ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
• 2021 წლის 18 მაისი 11:00 საათი მარნეულის მუნიციპალიტეტი, ალგეთის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
• 2021 წლის 18 მაისი 15:00 საათი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა
"გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება შესაბამისი მუნიციპალიტეტების შენობებში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში ტომი 1
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში ტომი 2