საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
განცხადება - 6-8 მაისს მარნეულის ონლაინ სტარტაპ კვირეული გაიმართება
6-8 მაისს, სასწავლო ცენტრი „Lingua”-ს ორგანიზებით მარნეულში სამდღიანი ბიზნეს კვირეული „მეცფესტი“ ჩატარდება. პროექტის მიზანია ადგილობრივი მეწარმეებისა და მეწარმეობით დაინტერესებული პირების მხარდაჭერა.
6-8 მაისს, სასწავლო ცენტრი „Lingua”-ს ორგანიზებით მარნეულში სამდღიანი ბიზნეს კვირეული „მეცფესტი“ ჩატარდება. პროექტის მიზანია ადგილობრივი მეწარმეებისა და მეწარმეობით დაინტერესებული პირების მხარდაჭერა.
სტარტაპ კვირეულის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ქვეყანაში არსებული საგრანტო და ბიზნეს აქსელერაციის პროგრამებისა და შესაძლებლობების შესახებ. ჩატარდება სხვადასხვა თემატიკის შეხვედრები, მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ადგილობრივ და ქვეყნის მასშტაბით წარმატებულ სტარტაპერებსა და მეწარმეებს, ასევე მიიღონ მონაწილეობა კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ გამოფენაზე.
სტარტაპ კვირეულის ფარგლებში ჩატარდება იდეათონიც, რომელში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქვემო-ქართლში მცხოვრებ, 17 წლის ზემოთ ასაკის ნებისმიერ დაინტერესებულ პირებს.
იდეათონის მიზანი ადგილობრივი მეწარმეებისა და სტარტაპერების მხარდაჭერაა. კვირეულის ფარგლებში, იდეათონში მონაწილე ჯგუფებმა უნდა შექმნან იდეა/კონცეფცია/პლატფორმა, რაც ადგილობრივ მეწარმეებსა და სტარტაპერებს ცნობადობის გაზრდასა და პროდუქციის პოპულარიზებაში დაეხმარებათ. იდეათონის გამარჯვებული გუნდები (პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული) მიიღებენ ფულად პრიზებს და განაგრძობენ თანამშრომლობას იდეის შემდგომი განხორციელებისათვის. პირველ ადგილზე გასული გუნდი მიიღებს პრიზს, 1200 ლარის ოდენობით, მეორე ადგილზე გასული გუნდი 1000 ლარს, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდი 800 ლარით დაჯილდოვდება.
პროექტი USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი Zrda-ს მხარდაჭერით და "Startup Grind Tbilisi Georgia"-ს პარტნიორობით ხორციელდება.
სტარტაპ კვირეული ჩატარდება 6-7-8 მაისს Zoom პლატფორმის მეშვეობით.
სტარტაპ კვირეულზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია მითითებულ ბმულზეა შესაძლებელი: https://forms.gle/rxrVkPXa3i68mxtT6
იდეათონის გუნდებს, რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://forms.gle/oWwX6a8WEz3MYsxh8
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2 მაისი.