საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
განცხადება
ახალაგაზრდების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩასართავად მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ბაზაზე, ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად იქმნება “ახალგაზრდული საბჭო”, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
ახალგაზრდების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩასართავად მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ბაზაზე, ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად იქმნება “ახალგაზრდული საბჭო”, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
„ახალგაზრდული საბჭო“ ირჩევა 2 წლის ვადით და დაკომპლექტდება 16-დან 29 წლის ჩათვლით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, 18 ახალგაზრდისგან. მუნიციპალიტეტის თითოეული ადმინისტრაციული ერთეულიდან წარმოდგენილი იქნება 1 ახალგაზრდა.
ახალგაზრდული საბჭოს ძირითადი ფუნქციებია:
✔ ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავება, მონიტორინგი, შეფასება;
✔მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
✔ ახალგაზრდების ინფორმირება დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ;
✔ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება სოციალური, ეკოლოგიის და ადამიანის უფლებების შესახებ;
თუ გაქვს მაღალი მოტივაცია, ხარ აქტიური, გაქვს ძლიერი ანალიტიკური და ინტერპერსონალური კომპეტენციები, დრო და შესაძლებლობა, ეს შენი შანსია ჩაერთო შენს მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და გააჟღერო ახალგაზრდების ხმა!
დარეგისტრირდი 27 მარტამდე!
სარეგისტრაციო ბული: https://forms.gle/xGnpp2Uev2YugNwM9
ახალგაზრდული საბჭო დაკომპლექტდება წინასწარ შერჩეული კომისიის მიერ, რომელშიც შედიან მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანოები და არასამთავრობო ორგანიზაციები.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ყველა აპლიკანტთან მოხდება მუნიციპალიტეტში ერთი დღით გაერთიანებული საინფორმაციო/გაცნობითი ტიპის შეხვედრა, რომლის ზუსტი დღე და დრო გეცნობებათ წინასწარ.
გისურვებთ წარმატებას!