საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან მდ. დებედაზე ახალი ხიდის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან მდ. დებედაზე ახალი ხიდის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი.
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: მდ. დებედაზე ახალი ხიდის მშენებლობა;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო - გამშვებ პუნქტი, მდ. დებედა;
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა: 2020 წლის 11 სექტემბერი, 14:00 საათი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, სადახლოს თემის კულტურის სახლის ადმინისტრაციული შენობის ეზო;
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან და სხვადასხვა შეზღუდვებიდან გამომდინარე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება ღია სივრცეში. საჯარო განხილვაში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 28 სექტემბრამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ბმული - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/26890).