საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულში სასაფლაოები დაიკეტება
აღდგომის სადღესასწაულო დღეებში, ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სასაფლაოები დაიკეტა.
აღდგომის სადღესასწაულო დღეებში, ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სასაფლაოები დაიკეტა.
აღნიშნულის შესახებ გადაწვეტილება, ადგილობრივ თვითმმართველობაში უკვე მიღებულია.
მუნიციპალიტეტის მერია, მიმართავს მარნეულის მოსახლეობას გაითვალისწინონ დადგენილი შეზღუდვები და მკაცრად დაიცვან რეკომენდაციები, რათა თავიდან იქნას აცილებული ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, დედაქალაქსა და რეგიონებში, სასაფლაოებზე წესდება შეზღუდვები, რომლის მიზანიც სააღდგომო და მომდევნო პერიოდში, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია, შემთხვევის ზრდის თავიდან აცილებაა.