საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

განცხადება

განცხადება

23 მარ, 2020

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში წესდება საკარანტინო შეზღუდვები.


მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში წესდება საკარანტინო შეზღუდვები.

იზღუდება:
1. მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა.
2. გადაადგილება, გარდა საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების შესაძენად, სამედიცინო მომსახურების მისაღებად.
3. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.
იხურება ყველა ობიექტი, გარდა საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებისა.
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შესრულდება ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის შესაბამისად.
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ექიმები შეამოწმებენ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროებებს.

www.StopCov.ge

ჩვენ ვიზრუნებთ თქვენს ჯანმრთელობაზე!


სხვა განცხადება