საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
USAID Zrda-ის რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტი
„ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) საქართველოში „USAID-ის ზრდა პროექტის“ ფარგლებში ახორციელებს რეგიონულ ახალგაზრდულ სამეწარმეო პროექტს, რომლის მიზანია, მათ შორის, მეწარმეობის მეშვეობით საქართველოს რეგიონებში (სოფლად) მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება.
„ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) საქართველოში „USAID-ის ზრდა პროექტის“ ფარგლებში ახორციელებს რეგიონულ ახალგაზრდულ სამეწარმეო პროექტს, რომლის მიზანია, მათ შორის, მეწარმეობის მეშვეობით საქართველოს რეგიონებში (სოფლად) მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება.
ახალგაზრდული კომპონენტის ფარგლებში, იგეგმება სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული პროექტის განხორციელება. პროექტი ითვალისწინებს 18-29 წლის ასაკის ჯამში სულ მცირე 500 ახალგაზრდის სამეწარმეო ტრენინგში ჩართვას საქართველოს 9 სამიზნე მუნიციპალიტეტში (ზუგდიდი, ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ნინოწმინდა, მარნეული, ბოლნისი, კასპი და გორი). ტრენინგები ჩატარდება 9-ვე მუნიციპალიტეტში პარალელურად და თითო ფაზაზე თითო მუნიციპალიტეტში ტრენინგზე მიწვეული იქნება მაქს. 25 ახალგაზრდა.
ტრენინგების ამ ეტაპის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ეთხოვებათ წარმოადგინონ სამეწარმეო იდეები 4 მიმართულებით: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინოვაცია/ტექნოლოგიები და შემოქმედებითი ინდუსტრიები.
მეორე ეტაპზე, მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ტრენინგების შემდეგ, 15 საუკეთესო სამეწარმეო იდეის (საპროექტო წინადადების) ავტორი ან ავტორთა გუნდი (მაქსიმუმ 3 ადამიანი) მიწვეულ იქნება სამეწარმეო-სასწავლო ბანაკში, სადაც 5-7 დღის განმავლობაში გაივლიან დამატებით, ინტენსიურ ტრენინგებს წარმოდგენილი სამეწარმეო იდეების (საპროექტო წინადადებების) დასახვეწად და მათი ბიზნეს პროექტებად გადასაქცევად. პროგრამის ფარგლებში, საგრანტო კომისიის მიერ გამოვლინდება მინიმუმ 3 გამარჯვებული ბიზნეს პროექტი - თითოეული მათგანი დაჯილდოვდება საგრანტო თანხით არაუმეტეს 10 000 ლარისა.
პროექტის მხარდამჭერები არიან „აწარმოე საქართველოში“, „შემოქმედებითი საქართველო“, „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“, „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია“, „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“, „ფონდი კრისტალი“, „ეროვნული ბანკი“, თიბისი ბანკი და სხვ. პროექტი განხორცილდება 3 ფაზად: I და II ფაზები - 2019 წლის ზაფხულში და შემოდგომაზე, III ფაზა - 2020 წლის გაზაფხულზე.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდზე http://rdfg.ge/ka/phase-2-registration/ რეგირსტაცია დაიწყო 20 სექტემბერს და დასრულდება 3 ოქტომბერს დღის 17 საათზე. ტრენინგის ხანგრძლივობა არის 2 დღე და გაიმართება 5, 6 ოქტომბერს 2019 წ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ: 551-11-47-89; e-mail: pabuseridze@rdfg.ge