საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

განცხადება

მარნეული „ფოტოგამოფენა საგანძურს“ მასპინძლობს

07 მაი, 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი,  უკვე რამოდენიმე დღეა,  „ფოტოგამოფენა საგანძურს“ მასპინძლობს. ნებისმიერ მსურველს, 10 მაისის ჩათვლით  შესაძლებლობა აქვს ეწვიოს კულტურის სახლს და დაათვალიეროს წარმოდგენილი ექსპონატები.


მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი,  უკვე რამოდენიმე დღეა,  „ფოტოგამოფენა საგანძურს“ მასპინძლობს. ნებისმიერ მსურველს, 10 მაისის ჩათვლით  შესაძლებლობა აქვს ეწვიოს კულტურის სახლს და დაათვალიეროს წარმოდგენილი ექსპონატები.

გამოფენის ფარგლებში დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს ნახოს  შ.ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული ოქროს ფონდის ექსპონატები - ქართული ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშები ორიგინალების ზომების ფოტო-ვერსიები.

გამოფენა წარმოდგენილია  საქართველოს ეროვნული მუზეუმის  საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში  - „ფოტოგამოფენა საგანძური", რომელიც 2008 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა–კურთხევით შეიქმნა, მისი უწმინდესობის აღსაყდრების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში და მიმდინარეობს დევიზით – „ვიცოდეთ რისი პატრონები ვართ!”

შექმნის დღიდან „საგანძურმა" უკვე იმოგზაურა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და წარმატებით გაიარა აპრობაცია.   პროექტ "საგანძურის" მიზანია: ქართული სულიერი და მატერიალური კულტურის, წარმოჩინებია და დაცვისათვის ხელშეწყობა, ქართული ქრისტიანული ხელოვნების პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდა, "საგანძურის" შედევრების შექმნისა და ისტორიის კვლევისათვის ხელშეწყობა.

გამოფენის კონცეფცია ეფუძნება მსოფლიო სამუზეუმო გამოცდილებას - როდესაც ეროვნული სამუზეუმო მემკვიდრეობის ცნობადობის ამაღლებისა და ხელმისაწვდომობის მიზნით, გამოიყენება არა თავად ექსპონატები, რომელთა გადაადგილება დიდ ხარჯებს უკავშირდება და შესაძლოა მათი მდგომარეობის გამო არამიზანშეწონილიც იყოს, არამედ მათი ესთეტიკური და მხატვრული ღირებულებების შემცველი ალტერნატიული საშუალებები. ეს არის ე.წ. „მოგზაური ექსპოზიციები", რომლებიც, ერთის მხრივ, მარტივია გადასაადგილებლად და ნაკლებ ბიუჯეტს საჭიროებს, მეორეს მხრივ - დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს მიიღოს ორიგინალი ექსპონატის დათვალიერებით გამოწვეულ შთაბეჭდილებასთან მიახლოებული ემოცია. ამასთან, „მოგზაური ექსპოზიციები" შესანიშნავ გარემოს ქმნის შესაბამისი, თემატური საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად.

ფოტოგამოფენა სრულად გადმოსცემს ქართული საგანძურის შედევრების მაღალმხატვრულ დონეს, ესთეტიკასა და შინაარსს. ფოტოგამოფენა შექმნილია საქართველოს რეგიონებში სამოგზაუროდ, ქართული კულტურული მემკვიდრეობის მატერიალური და სულიერი ძეგლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის მიზნით.


სხვა განცხადება