საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

განცხადება

მარნეულის მუნიციპალიტეტში პროექტს „მოყვარულთა თასის 2018“ - ის გათამაშება იწყება

19 თებ, 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტში პროექტს „მოყვარულთა თასის 2018“ - ის გათამაშების ფარგლებში, მუნიციპალური ასპარეზობა იწყება.

მარნეულის მუნიციპალიტეტში პროექტს „მოყვარულთა თასის 2018“ - ის გათამაშების ფარგლებში, მუნიციპალური ასპარეზობა იწყება.

სპორტული პროექტი, რომელიც  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით და  ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ხორციელდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით  ვრცელდება.

მოყვარულთა თასი 2018 ჩატარდება სამ ეტაპად - მუნიციპალური, რეგიონალური და ფინალური.

მუნიციპალურ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებენ კონკრეტული მუნიციპალიტეტის გუნდები, რომლებიც იასპარეზებენ თასის სისტემით, ერთ წრედ. მუნიციპალური თასის გამარჯვებული და, ზოგიერთ შემთხვევაში, პრიზიორი გუნდი იასპარეზებს რეგიონალურ ლიგაზე.

მუნიციპალურ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებენ ის გუნდები, რომლებიც განაცხადს შემოიტანენ 5 მარტამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ   განცხადების დანართი.

საკონტაქტო ინფორმაციისთვის დარეკეთ 599 62 52 62 (ბექა ნავერიანი)

ჩემპიონატის მიზნებია:

• ფეხბურთის მასობრიობის გაზრდა;

• მთელი ქვეყნის მასშტაბით სამოყვარულო საფეხბურთო ლიგების ჩამოყალიბება;

• ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება დაპოპულარიზაცია საზოგადოებაში;

• ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენა;

• სპორტული ინფრასტრუქტურის აღდგენა;

• ვეტერანი ფეხბურთელების დაბრუნება ფეხბურთში;

• დამწყები მწვრთნელებისა და მსაჯების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;

•საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ფორმირება, რომელიცმონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ტურნირებსა და UEFA REGIONS’CUP-ზე.

განაცხადი

სხვა განცხადება