საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
განცხადება
მინდა გამოვეხმაურო სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ კომენტარს ჩემ ფრაზასთან დაკავშირებით და დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო, რომ აღნიშნული ფრაზა არ იყო სექსისტური თავისი შინაარსით. არც მიმაჩნია და არც არასდროს მითქვამს, რომ ქალები არ უნდა იყვნენ ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში.
მინდა გამოვეხმაურო სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ კომენტარს ჩემ ფრაზასთან დაკავშირებით და დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო, რომ აღნიშნული ფრაზა არ იყო სექსისტური თავისი შინაარსით. არც მიმაჩნია და არც არასდროს მითქვამს, რომ ქალები არ უნდა იყვნენ ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. მერწმუნეთ, რომ მარნეულის საზოგადობრივ ცხოვრებაში ქალების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა მერის პოსტზე ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ვადასტურებ ღრმა პატივისცემას სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ და მოვუწოდებ სახალხო დამცველს, უფრო მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოს თავის განცხადებებს. რაც შეეხება სოფელ კაჩაგანში ჩემს მიერ გამოთქმულ კომენტარს, მოგახსენებთ, რომ შეხვედრის ადგილზე, რადიოს ჟურნალისტის მიერ მრავალჯერ იქნა დასმული კითხვა ჩემთან მიმართებაში თუ, რატომ არ იყვნენ ქალბატონები, მამაკაცებთან ერთად სოფლის ცენტრში, სადაც შეკრებილებისგან მათი პრობლემების შესახებ ვიღებდი ინფორმაციას. ჟურნალისტის კითხვას რამდენჯერმე გავეცი ადეკვატური პასუხი, თუმცა მისგან კამერების თანდასწრებით, უკვე სხვა ლოკაციაზე, დასმულ იგივე შეკითხვას რომელიც მიმაჩნია, რომ არ იყო საქმიანი და იმ მომენტისთვის ნამდვილად იყო შეუსაბამო, (ვინაიდან ამ საკითხზე პასუხი უკვე გაცემული მქონდა) შემდეგნაირად ვუპასუხე, რომელიც აღნიშნული მედია საშუალების მიერ გაშუქდა კონტექსტიდან ამოვარდნილი ფორმით. ყოველივე ზემოთაღნიშნული, სამწუხაროდ საზოგადოების ზოგიერთი წევრისთვის განხილვის საგანი გახდა. მინდა წარმოგიდგინოთ კომენტარის ვიდეო ვერსია და კიდევ ერთხელ ხაზგასმით და პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის საკითხებს და ქალთა ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამისთვის კი მუნიციპალიტეტში არსებობს სერვისი „ქალთა ოთახი“.