საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

განცხადება

ანონსი - „თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ“

16 ოქტ, 2017

17 ოქტომბერს,  მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით,   იმართება სისხლის  უანგარო დონორთა  აქცია სახელწოდებით "თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ".

სისხლის გადასხმის აქციაში მონაწილეობის მსურველებს გაცნობებთ, რომ სისხლის გაღების საქველმოქმედო  ღონისძიება, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში დღის 11:00 საათიდან დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში გასტანს.
მოგახსენებთ, რომ  აქციაში მონაწილე თითოეულ წევრს ჩაუტარდებათ კვლევები, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია, ამიტომ წამახალისებელია ის ფაქტი, რომ  ყველა დონორს უბრუნდება ანალიზების პასუხები (კონფიდენციალურად, დალუქულ კონვერტში).
ამასთან, როგორც ცნობილია, სისხლის უანგარო დონაცია უსაფრთხო პროცესია.

სხვა განცხადება