საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
განცხადება
მარნეულის მუნიციპალიტეტი ეხმაურება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ის მიერ, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, საინფორმაციო გამოშვება „კურიერში“ გასულ სიუჟეტს, სადაც ჟურნალისტი ეკო მაღრაძე, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებზე, 3 წლის განმავლობაში გაცემულ პრემია– დანამატების საკითხზე საუბრობს.
მარნეულის მუნიციპალიტეტი ეხმაურება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ის მიერ, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, საინფორმაციო გამოშვება „კურიერში“ გასულ სიუჟეტს, სადაც ჟურნალისტი ეკო მაღრაძე, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებზე, 3 წლის განმავლობაში გაცემულ პრემია– დანამატების საკითხზე საუბრობს.
სხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს შორის, სიუჟეტში განიხილებოდა, მარნეულის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის ბატონი მერაბ თოფჩიშვილის მიერ აღებული – პრემიების საკითხიც, სადაც ჟურნალისტმა გააჟღერა ფრაზა, ვახდენთ ციტირებას: “საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 3 წლის განმავლობაში 100 000 ლარზე მეტი აიღო მარნეულის მუნიციპალიტეტის უკვე ყოფილმა გამგებელმა“, სადაც ჟურნალისტმა განზრახ დაამახინჯა ფაქტები და შეგნებულად შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება.
აღნიშნულ ფრაზაში ჟურნალისტის მიერ არ კონკრეტდება, რა თანხაზეა საუბარი, ეს არის მხოლოდ პრემიის ოდენობა თუ ამ წლების განმავლობაში ყოფილი გამგებლის მიერ, ჯამურად წარმოდგენილი თანამდებობრივი სარგო, პრემიასთან ერთად.
აქვე მოგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე, „რუსთავი 2“–ის ჟურნალისტთან გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა სწორი და ვრცელი განმარტება გააკეთა, თუმცა სიუჟეტის ავტორმა მის მიერ მომზადებულ მასალაში სამსასურის უფროსის განმარტებითი კომენტარი არ გაუშვა.
სწორედ ამიტომ, ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით შესაბამისი განმარტება გავაკეთოთ: როგორც მოგეხსენებათ, ბატონი მერაბ თოფჩიშვილი 2013 წლის სექტემბრიდან იკავებდა გამგებლის თანამდებობას მარნეულის მუნიციპალიტეტში.
2014 წლიდან–დღემდე, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ყოფილ გამგებელს პრემია, წახალისების სახით, აღებული აქვს 43,062, 5 ლარი და არა 165 000 ლარი, რაც სიუჯეტში გაჟღერდა.
2014 წელს – 15 900 ლარი, 2015 წელს – 18 550 ლარი; 2016 წელს – 7 950 ლარი, ხოლო 2017 წელს 662,5 ლარი. (აქვე დავამატებთ, რომ 2013 წელს ყოფილ გამგებელს პრემიის სახით აღებული აქვს 7 9 50 ლარი)