საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
განცხადება
მარნეულის მუნიციპალიტეტი გაცნობებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადდა 2017 წლის 10 მაისს
მარნეულის მუნიციპალიტეტი გაცნობებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადდა 2017 წლის 10 მაისს და განცხადებების მიღება მიმდინარეობს 10 კალენდარული დღის განმავლობაში, ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ–გვერდზე (www.hr.gov.ge). კონკურსი შედგება სამი ეტაპისგან: განცხადების გადარჩევა, ტესტირება, გასაუბრება. კონკურსის ტესტირების ეტაპის ჩატარებას უზრუნველყოფს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 2017 წლის 23-24 მაისს, რასთან დაკავშირებული ინფორმაციაც განთავსდება მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე (www.marneuli.gov.ge).
ვაკანსიებთან დაკავშირებული ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ვებ გვერდზე www.hr.gov.ge, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2 ვაკანტური პოზიციაა გამოქვეყნებული.