საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
განცხადება
განცხადება გაცნობებთ, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით „მოხალისეთა განვითარების პროგრამის“ ფარგლებში შეიქმნა „მოხალისეთა ერთიანი ეროვნული ბაზა“, რომელიც განთავსებულია ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორის ვებგვერდზე youth.gov.ge(http://volunteers.youth.gov.ge/).
განცხადება გაცნობებთ, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით „მოხალისეთა განვითარების პროგრამის“ ფარგლებში შეიქმნა „მოხალისეთა ერთიანი ეროვნული ბაზა“, რომელიც განთავსებულია ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორის ვებგვერდზე youth.gov.ge (http://volunteers.youth.gov.ge/). ბაზაში რეგისტრირებულ მოხალისეებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ, როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებებში, ასევე სხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო უწყებების მიერ გამართულ ღონისძიებებში. პროგრამის მიზანია ეროვნულ დონეზე მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მასშტაბით და მოხალისეობის გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცმობიერების ამაღლება უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაციის კუთხით. ბაზაში დარეგისტრირება შესაძებელია 10 თებერვლიდან და ელექტრონული აპლიკაციის შევსება შეუძლია ნებისმიერ ახალგაზრდას, 14–დან 29 წლამდე. შეგახსენებთ, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2015 წლიდან დაიწყო „მოხალისეთა განვითარების პროგრამის-საქართველოს მოხალისეს“ განხორციელება, რომელსაც საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.