საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ფოტოკონკურსი „ქალი და მამაკაცი სოფლად“
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აცხადებს ფოტო–კონკურსს, სახელწოდებით „ქალი და მამაკაცი სოფლად“.
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აცხადებს ფოტო–კონკურსს, სახელწოდებით „ქალი და მამაკაცი სოფლად“.
კონკურსის მიზანია, თემით დაინტერესებულმა მოქალაქეებმა, ფოტოზე აღბეჭდონ რეგიონში ქალთა და მამაკაცთა ყოველდღიური ცხოვრება, მათი საქმიანობა, ერთობლივი მუშაობის პროცესი – მოსავლის აღებაზე, მეცხოველეობის სფეროში, ბავშვების მოვლის კადრები და სხვა, რომელსაც გამოაგზავნიან მარნეულის მუნიციპალიტეტის Facebook – გვერდზე: ( მარნეულის მუნიციპალიტეტი / municipality of marneuli – პირად მიმოწერაში (inbox)) და მითითებულ ელ.ფოსტაზე: otarashvili.rima@mail.ru .
საკონკურსო ნამუშევრების მიღება დასრულდება 27 იანვარს.
ფოტოკონკურსით დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ მიმდინარე წლის მარტის თვეში, „მცირე კავკასიის ალიანისების პროგრამის“ ფარგლებში, დაგეგმილ კონფერენციაზე, რომელიც ჩატარება ქალაქ თბილისში, გენდერული თანასწორბის თემაზე, სადაც საუკეთესო ფოტოს ავტორები დაჯილდოვდებიან.
კონკურსში მონაწილეთა ფოტოებს პირველ ეტაპზე, გამგეობაში კომისიური წესით შეარჩევენ. (სულ 3 ფოტო) აღნიშნული სამი სურათიდან კონფერენციის ორგანიზატორები შეარჩევენ ერთ საფინალო ფოტოს, რომელიც გამოიფინება კონფერენციაზე. საბოლოო გამარჯვებულ ფოტოებს კი აარჩევენ კონფერენციის მონაწილეები, რომელთაც ექნებათ სპეციალური სტიკერი, რომლითაც აღნიშნავენ მის ფავორიტ ფოტოს. გამარჯვებული ფოტო სტიკრების როდენობით განისაზღვრება. საუკეთესო ფოტოს ავტორები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ დაჯილდოვდებიან კონფერენციის დასასრულს.
კონკურსის წესები :
• ფოტოებზე უნდა იყოს აღბეჭდილი რეგიონში ქალთა და მამაკაცთა ყოველდღიური ცხოვრება,მათი საქმიანობა, ერთობლივი მუშაობის პროცესი მოსავლის აღებაზე, მეცხოველეობის სფეროში,ბავშვების მოვლის კადრები და სხვა;
• მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს;
• ფოტო უნდა იყოს მაღალი ხარისხის 300 (dpi)
• ერთ ადამიანს უფლება აქვს წარმოადგინოს არაუმეტეს სამი სურათისა.
გისურვებთ წარმატებებს!