საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულში საახალწლო ღონისძიებები დაიწყო
მარნეულში საახალწლო ღონისძიებები დაიწყო მარნეულის მუნიციპალიტეტში, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საახალწლო ღონისძიებები დაიწყო.
მარნეულის მუნიციპალიტეტში, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საახალწლო ღონისძიებები დაიწყო. ადგილობრივი თვითმმართველობა პატარებს და არამარტო პატარებს უამრავ სიურპრიზს ჰპირდება.
საახალწლოდ მარნეულის ქუჩები და სკვერები სხვადასხვა დეკორატიული სანათებითა და ილუმინაციებით ირთვება.
ადგილობრივი მოსახლეობისთვის საახალწლო განწყობის შესაქმნელად მუნიციპალიტეტის მიერ მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამა შემუშავდა, რომელიც მიმდინარე წლის 20 დეკემბერს დაიწყო და 2017 წლის 7 იანვარს საშობაო კონცერტით დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობის ინიციატივით, 30 დეკემბერს 2 საათის განმავლობაში ქალაქ მარნეულში მოეწყობა საკარნავალო მსვლელობა(თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები). თოვლის ბაბუა, ღია მანქანით, ქალაქის ქუჩებში მოსიარულე პატარებს, სასაჩუქრე პაკეტებითა და საახალწლო კონცერტის მოსაწვევებით დაასაჩუქრებს.
31 დეკემბერს, გაიმართება საახალწლო გალა–კონცერტი, რომელიც გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.
ასეთია საახალწლო პროგრამა 22 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით:
22.12.2016 წ – 14:00 სთ
მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრი“-თან არსებული ვოკალურ-ინსტრუმენტალური კოლექტივების საახალწლო კონცერტი.
23.12.2016 წ–13:00 სთ
მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრი“-თან არსებული მუსიკალური სკოლის საახალწლო კონცერტი.
28.12.2016 წ–16:00 სთ
მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრი“-თან არსებული თეატრალური დასის სპექტაკლი „დაარქვი რაც გინდა“
30.12.2016 წ –11:00 სთ და 14:00 სთ
მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრი“–ს მიერ ორგანიზებული „საახალწლო ნაძვის ხე" (2 სეანსი)
• საახალწლო ფილმის ჩვენება
• გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის
• საჩუქრების გადაცემა
31.12.2016 წ –17:30 სთ–დან
საახალწლო ღონისძიება და გალაკონცერტი ღია ცის ქვეშ
07.01.2017 წ– 12:00 სთ–დან
• ალილო
• მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრი“–ს მიერ ორგანიზებული საშობაო კონცერტი