საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულის წარმატება პროექტში - „cync სპორტი ბარიერების გარეშე“
პროექტ „cync სპორტი ბარიერების გარეშე“–ს ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონალური ასპარეზობა დასრულდა.
პროექტ „cync სპორტი ბარიერების გარეშე“–ს ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონალური ასპარეზობა დასრულდა.
სხვადასხვა სახეობებში ერთმანეთს ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები შეხვდნენ. კალათბურთის ფინალურ მატჩში, გამარჯვება მარნეულის ვაჟთა გუნდმა მოიპოვა, რომელიც მონაწილეობას, ანაკლიაში, საქართველოს ჩემპიონატზე მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატზე სპრინტის სახეობაში, იასპარეზებს მარნეულელი გოგონა ილაჰა ტალიბოვა, რომელმაც გამარჯვება რეგიონალურ შეჯიბრზე მოიპოვა.
რეგიონალურ შეჯიბრზე, კალათბურთის სახეობაში , მეორე ადგილი ხვდა წილად მარნეულის გოგონათა გუნდს.
პროექტი „cync სპორტი ბარიერების გარეშე“, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით იმართება, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონის 16-18 წლის სპორტის მოყვარული მოზარდები (გოგო-ბიჭი) მონაწილეობენ.
შეჯიბრი სპორტის 4 სახეობაში-მინიფეხბურთში, კალათბურთში 3X3, მაგიდის ჭადრაკსა და სპრინტში იმართება.
პროექტის ფარგლებში საქართველოს ჩემპიონატი ანაკლიაში შედგება.