საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულში სპორტული ღონისძიებები აქტიურად მიმდინარებს
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები გაიმართა.
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები გაიმართა.
დილიდან მთელი დღის განმავლობაში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეჯიბრებები მოეწყო მკლავჭიდში, ქართული ჭიდაობაში, მშვილდოსნობასა და ნარდში.
ასევე ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე გაიმართა გარბენი, რომელშიც საჯარო სკოლის მოსწავლეები და დაინტერესებული მოქალაქეები მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მარნეულში სპორტის კვირეული 30 სექტემბრამდე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობების ჩატარება.