საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულის ღია პირველობა გოგონათა შორის კალათბურთში
დღეს, ქალაქ მარნეულში, „ათა ჰოლდინგის“ სპორტულ დარბაზში გაიმართა მარნეულის ღია პირველობა გოგონათა შორის კალათბურთში.
დღეს, ქალაქ მარნეულში, „ათა ჰოლდინგის“ სპორტულ დარბაზში გაიმართა მარნეულის ღია პირველობა გოგონათა შორის კალათბურთში.
სპორტულ აქტივობას, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე და მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, ჩემპიონატში მონაწილე სპორტსმენებს, მონაწილეობისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ დღისთვის, კალათბურთელ გოგონებს მუნიციპალიტეტმა საჩუქრად სათამაშო ფორმები გადასცა.
მოგეხსენებათ, რომ სპორტული ღონისძიება, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.