საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სპორტი

საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობისადმი მიძღვნილი ტურნირი

01 ოქტ, 2018

30 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობისადმი მიძღვნილი ტურნირი ჭიდაობა - ძიუდოში.

30 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობისადმი მიძღვნილი ტურნირი ჭიდაობა - ძიუდოში.


სპორტული აქტივობა, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში მოეწყო,  რომელშიც მონაწილეობა  მიიღეს   საქართველოსა და აზერბაიჯანის ახალგაზრდულმა  გუნდებმა, სხვადასხვა წონისა და ასაკის კატეგორიაში.


აღნიშნული  ტურნირის მიზანს  საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების დაახლოება და მათი მეგობრული და პროფესიული თანამშრომლობის წახალისების მხარდაჭერა წარმოადგენდა.


ღონისძიებას პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი, მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან  და თანამშრომლებთან  ერთად ესწრებოდა.


აღსანიშნავია, რომ ამხანაგური ჩემპიონატის ბოლოს, ყველა  მონაწილე სპორტსმენს მედლები და სიგელები, ხოლო  გუნდებს თასები გადაეცათ.

სხვა სპორტი