საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულმა მშვილდოსნობაში ჩემპიონატს უმასპინძლა
საქართველოს თასის მე-3 ეტაპი მშვილდოსნობაში დიდებს, ახალგაზრდებსა და კადეტებს შორის, ქალაქ მარნეულის ცენტრალურ სტადიონზე ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საქართველოს თასის მე-3 ეტაპი მშვილდოსნობაში დიდებს, ახალგაზრდებსა და კადეტებს შორის, ქალაქ მარნეულის ცენტრალურ სტადიონზე ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სპორტული ღონისძიების დახურვას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდა.
თასის გათამაშების მე-3 ეტაპის, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ სპორტსმენებს სამახსოვრო თასები, მედლები და დიპლომები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის ჩატარების მიზანს მარნეულში, ადგილობრივ ახალგაზრდებში აღნიშნული სპორტის სახეობის პოპულარიზაცია და შემდგომი განვითარებისთვის მოტივაციის ამაღლება წარმოადგენდა.
ღონისძიებას ორგანიზებას საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაცია, ხოლო პარტნიორობას მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა უწევდა.