საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულმა კალათბურთში ქვემო ქართლის თასის გათამაშებას უმასპინძლა
მარნეულის მუნიციპალიტეტმა, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, კალათბურთში „ქვემო ქართლის თასი 2018“- ის გათამაშებას უმასპინძლა.
მარნეულის მუნიციპალიტეტმა, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, კალათბურთში „ქვემო ქართლის თასი 2018“- ის გათამაშებას უმასპინძლა.
რეგიონულ შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებდნენ ვაჟთა და გოგონათა გუნდები მარნეულიდან და ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებიდან.
კალათბურთის ფინალური მატჩის გამარჯვება წილად ხვდათ მარნეულის გოგონათა და ვაჟთა გუნდებს, რომელთაც ქვემო ქართლის კალათბურთის ფედერაციამ სამახსოვრო თასები და მედლები გადასცა.
სპორტულ აქტივობას ქვემო ქართლის გუბერნიის წარმომადგენლები და ქვემო ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
აღნიშნულ ღონისძიებას ორგანიზება ქვემო ქართლის კალათბურთის ფედერაციამ გაუწია.