საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სპორტი

მარნეულმა თენგიზ ნავერიანის სახელობის საერთაშორისო ჩემპიონატს უმასპინძლა

24 დეკ, 2018

22 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტმა, თენგიზ ნავერიანის სახელობის საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატს - ძიუდოში, უმასპინძლა.

22 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტმა, თენგიზ ნავერიანის სახელობის საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატს - ძიუდოში,  უმასპინძლა.

სპორტული ღონისძიება საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა. ადგილობრივი შემსრულებლები სტუმრების წინაშე ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ნომრებით წარდგნენ.
სპორტულ ღონისძიებას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მოადგილესთან და მარნეულის მუნიციპალიტეტის,  საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელ პირებთან ერთად და სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად ესწრებოდა.

ჩემპიონატის საპრიზო ფონდი წელს,  30 000 ლარს შეადგენდა. გამარჯვება მოიპოვეს თბილისის, მარნეულის, გორისა და ქუთაისის ძიუდოს კლუბებმა.
აღსანიშნავია, რომ თენგიზ ნავერიანის სახელობის საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატი, წელს, მერვედ ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზება მარნეულის მუნიციპალიტეტმა და საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ფედერაციამ უზრუნველყო.

სხვა სპორტი