საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სპორტი

მარნეულმა ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა

11 თებ, 2019

9-10 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტმა ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა.

9-10 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტმა ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა.


სპორტული ღონისძიება, სპორტულ კომპლექს „ათა ჰოლდინგში“, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.


შეჯიბრება ვაჟთა შორის 8 წონით კატეგორიაში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან წარმოდგენილი ძიუდოისტები იღებდნენ.


სპორტულ ღონისძიებას საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელი პირები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.


აღსანიშნავია, რომ თითოეულ წონით კატეგორიაში გამარჯვებული სპორტსმენები შესაბამისი ხარისხის მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

სხვა სპორტი