საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სპორტი

მარნეულელი სპორტსმენების წარმატებები

06 იან, 2017

2016 წელს მარნეულის სპორტსკოლის სპორტსმენებს არაერთი წარმატება ხვდათ წილად. მარნეულელმა სპორტსმენებმა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში სხვადასხვა რანგის ტურნირებზე მოიპოვეს 173 ოქროს, 63 ვერცხლის და 97 ბრინჯაოს მედალი.

2016 წელს მარნეულის სპორტსკოლის სპორტსმენებს არაერთი წარმატება ხვდათ წილად. მარნეულელმა სპორტსმენებმა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში სხვადასხვა რანგის ტურნირებზე მოიპოვეს 173 ოქროს, 63 ვერცხლის და 97 ბრინჯაოს მედალი.

მათ შორის მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ საუკეთესო შედეგის მქონე 22 სპორტსმენი წაახალისა ფულადი ჯილდოთი, რომლის საპრიზო ფონდი შეადგენს 13 314 ლარს.

წარმატებულ სპორტსმენთა სიაში არიან:


ძიუდო


1) წიფიანი ბექა

2) კაპანაძე ლუკა

3) ბეჟანიშვილი ზურაბი

4) კაპანაძე კოტე

5) მაღალაშვილი ნიკა

6) დავაძე ირაკლი

7) პაპუნაშვული ბაჩანა

8) ხერგიანი ელიზბარი

9) ონიანი გიორგი

10) ალიევ სამათ

11) ლაშა ონიანი


სპორტული აკრობატიკა


1) ანი სალთხუციშვილი

2) სალომე გელაშვილი


კრივი


1) რენატ კარიმოვი

2) სერგო ნავერიანი

3) უჩა ჟორჟოლიანი

4) ჟორა სერობიანი

5) ალეკო ფანგანი

6) გოგი გეორქიანი

7) ალადინ კარამოვი

8) ჯავიდ უდაგოვი


წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა საქაქართველოს ჩემპიონი, ევროპისა და საერთაშორისო ტურნირის „ძმები კლიჩკო“-ს ფინალისტი, აგალაროვის სახელობის აზერბაიჯანის საერთაშორისო ტურნირისა და კანდელაკის ტურნირის ჩემპიონი და სხვა ტურნირების გამარჯვებული ოთარ ნავერიანი, რომელიც საახალწლო ღონისძიებაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვეს დიპლომითა და ფულადი თანხით– 1500 ლარით. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ ჰონორარის სახით ოთარ ნავერიანს ჩაურიცხა 20 000 ლარი.


ასევე, საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდა ოთარ ნავერიანის მწვრთნელი ზურაბ მუშკუდიანი, რომელსაც გადაეცა 2016 წლის საუკეთესო მწვრთნელის სიგელი.


მარნეულელი ახალგაზრდები, აქტიური იყვნენ ფეხბურთის სფეროშიც და მოიპოვეს სხვადასხვა წარმატება. საქართველოს 2016 წლის გარდამავალი ეროვნული ჩემპიონატის აღმოსავლეთ ზონის მე-2 ლიგის „ბ“ ჯგუფში მარნეულის კლუბმა „ალგეთი“ 14 თამაშიდან 2- ფრით და 12 მოგებით დაიკავა პირველი ადგილი და გადავიდა პირველ ლიგაში.

2016 წლის აფხაზეთის ღია გარდამავალ ჩემპიონატში ვლადიმერ ბარქაიას თასზე მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის 2005-2006 წლებში დაბადებულმა აღსაზრდელებმა დაიკავეს მე-2 ადგილი.


აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში განვითარებული არის 15 სპორტის სახეობა. 2017 წელს დაგეგმილია 2 სპორტის სახეობის რაგბისა და მხატვრული ტანვარჯიშის დამატება.


მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ხელს უწყობს და ზრუნვას სპორტული ცხოვრების განვითარებაზე, სურს სპორტული პოლიტიკის განვითარება სოფლებშიც.


2016 წელს მუნიციპალიტეტმა შეისყიდა ფეხბურთის სტადიონის სახარჯთაღრიცხვო საპროექტო დოკუმენტაცია და უახლოეს მომავალში იგეგმება მარნეულის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია.


მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ულოცავს სპორტსკოლის სპორტსმენებსა და მწვრთნელებს მიღწევებს და უსურვებს წარმატებებს.

სხვა სპორტი