საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საზაფხულო ბანაკი „სკაუტური თავგადასავალი - 2026“
საზაფხულო ბანაკი „სკაუტური თავგადასავალი - 2026“ იწყებს მონაწილეთა მიღებას მარნეულელი ახალგაზრდებისთვის!
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „საქართველოს
სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია – საქართველოს სკაუტების“ ერთობლივი თანამშრომლობით,
15-დან 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის ოთხდღიანი საზაფხულო ბანაკი ეწყობა.
პროგრამა ხორციელდება სკაუტური მეთოდოლოგიის საფუძველზე
და მოიცავს არაფორმალურ საგანმანათლებლო, ლიდერულ, გუნდურ, სპორტულ, შემეცნებით და
კულტურულ აქტივობებს.
ბანაკი გაიმართება 2026 წლის 16, 17, 18 და 19 აგვისტოს (3 ღამე), ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩითახევში. განაცხადები მიიღება 12 აგვისტოს ჩათვლით.
მსურველებმა გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე
საკონტაქტო პირი: 551343454