საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

2024 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

22 იან, 2024

საქარველოს მთავრობის 2023 წლის 28 დეკემბრის N 2401 დადგენილების შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კრებების/კონსულტაციების გამართვა 12 თებერვლიდან დაიწყება.

საქარველოს მთავრობის 2023 წლის 28 დეკემბრის N 2401 დადგენილების შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კრებების/კონსულტაციების გამართვა 12 თებერვლიდან დაიწყება.

აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული მიმამრთულებებიდან მოსახლეობა დასახლებების მიხედვით აირჩევს მათთვის პრიორიტეტულ პროექტებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მოგიწოდებთ, მიიღოთ  მონაწილეობა დაგეგმილ შეხვედრებში.

საერთო კრებების/კონსულტაციების გრაფიკი სოფლების მიხედვით 

მოქალაქეებისგან საპროექტო წინადადებები მიიღება მერიაში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლობებთან, ასევე ელექტრონულად შემდეგ მისამართზე municipaliteti@marneuli.gov.ge,  2024 წლის 12 თებერვლამდე.

მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის, პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილია 1 232 000 ლარი. 

***

ბრძანება - ბ32. 322401657 - 16.01.2024 მარნეულის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახელების საერთო კრებების და ამომრჩეველთა კონსულტაციების ინიცირების შესახებ

ბრძანება - ბ32. 322401711 - 17.01.2024 მარნეულის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევისა და საერთო კრებების/კონსულტაციების გამართვის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე

სხვა სიახლეები