საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მარნეულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

18 მაი, 2022

მარნეულის მუნიციპალიტეტში შიდა გზების მოწყობის ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს; დასკვნით ეტაპზეა სოფელ ენიქენდისა და სოფელ ქესალოს შიდა გზების მოასფალტების სამუშაოები.

მარნეულის მუნიციპალიტეტში შიდა გზების მოწყობის ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს; დასკვნით ეტაპზეა სოფელ ენიქენდისა და სოფელ ქესალოს შიდა გზების მოასფალტების სამუშაოები.

სამუშაო პროცესი ადგილზე დაათვალიერეს, პარლამენტში გარდაბნისა და მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა. შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და გაეცნენ მათ საჭიროებებს.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს 12 სოფელში  დაგეგმილია 14 კილომეტრამდე შიდა გზების მოასფალტება, რომლისთვისაც ერთობლივად რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 4 214 418.79   ლარია გამოყოფილი.

სხვა სიახლეები