საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულში საქართველოს ჩემპიონატი მოსწავლე მოკრივეთა შორის ჩატარდა
8 მაისს ქ. მარნეულში მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ორთაბრძოლები გაიმართა.
8 მაისს ქ. მარნეულში მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ორთაბრძოლები გაიმართა.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პირებმა გამარჯვებულებს სიგელები და თასები საზეიმოდ გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 3-8 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტმა ტრადიციულად საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს 2008-2009 წლებში დაბადებულ მოკრივეთა შორის უმასპინძლა.
ფინალურ შეჯიბრებებს ესწრებოდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, ზაურ დარგალი, მარნეულის მერი, კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე. ასევე, საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი, დავით წიკლაური, მარნეულის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, სპორტსმენები და მოწვეული სტუმრები.