ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სპორტული ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. მინი ფეხბურთის ჩემიპიონატი ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის გრძელდება.
დღეს, ქალაქ მარნეულში, „ათა ჰოლდინგის“ სპორტულ დარბაზში გაიმართა მარნეულის ღია პირველობა გოგონათა შორის კალათბურთში.
ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტისა და ა(ა)იპ „მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა“- ის ერთობლივი ორგანიზებით, მიმდინარებს ჩემპიონატი მინი ფეხბურთში, ორგანიზაციებს შორის.
ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი, მერიისა და საკრებულოს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დღეს, ქალაქ მარნეულის №3, სოფელ წერეთელისა და ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღებს ესტუმრა, სადაც პროექტ “judo-kids” -ში ჩართული აღსაზრდელების მასტერ-კლასებს დაესწრო.
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები გაიმართა.
ევროპის სპორტის კვირეულს, მარნეულის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. სპორტის კვირეული 23 სექტემბერს, ქალაქ მარნეულის ცენტრალურ მოედანზე, რაგბის ფესტივალით გაიხსნა, რომელშიც ადგილობრივი და მოწვეული გუნდები მონაწილეობდნენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე მარნეულელ წარმატებულ სპორტსმენს, ლუკა კაპანაძეს შეხვდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში კადეტთა შორის მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ აბაზოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტული სკოლის მოკრივეს, ეშკინ გუსეინოვს შეხვდა, რომელიც მონაწილეობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქალაქ ბაქოში გამართულ 2018 წლის პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე.
2018 წლის 14–18 მარტს, ქალაქ მარნეულში, სპორტულ კომპლექს „ათა ჰოლდინგში“ მიმდინარეობდა 2018 წლის საქართველოს ჩემპიონატი კრივში ჭაბუკ მოკრივეთა შორის, რომელიც ნაკრები გუნდის დაკომპლექტებასა და პერსპექტიული სპორტსმენების შერჩევას ისახავდა მიზნად.
2018 წელი სპორტულმა სკოლამ აქტიურად დაიწყო და პირველი წარმატებაც მოიპოვა. მარნეულელმა სპორტსმენებმა, 2018 წლის 2–4 თებერვალს, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ქალაქ თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ჭაბუკებს შორის ძიუდოში ბექა წიფიანმა (მწვრთნელი: ზვიად ბეჟანიშვილი) – 60 კგ წონით კატეგორიაში და ლუკა კაპანაძემ (მწვრთნელი: დემურ ჟორჟოლიანი) – 66 კგ წონით კატეგორიაში I ადგილი მოიპოვეს.
28 ნოემბერს, დიოკნისის საჯარო სკოლაში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალი გაიმართა, რომელშიც მარნეულის მუნიციპალიტეტის 18 საჯარო სკოლის გოგონებისა და ბიჭების გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.
მიმიდნარე წლის 23 ივლისს, ყულარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ წითელსოფელსა და ქალაქ მარნეულის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა სამოყვარული ფეხბურთის მატჩი – სოფელ ყულარის სადახლოს, მარნეულისა და თელეთის საფეხბურთო გუნდებს შორის.
3 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა, ქვემო ქართლში ძიუდოს ერთერთი დამფუძნებლის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, სპორტის დამსახურებული მუშაკის თენგიზ ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეშვიდე ტრადიციული ტურნირი 2001–2003 წლებში დაბადებულ ძიუდოისტ ვაჟთა შორის.
პროექტ „cync სპორტი ბარიერების გარეშე“–ს ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონალური ასპარეზობა დასრულდა.
სხვადასხვა სახეობებში ერთმანეთს ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები შეხვდნენ. კალათბურთის ფინალურ მატჩში, გამარჯვება მარნეულის ვაჟთა გუნდმა მოიპოვა, რომელიც მონაწილეობას, ანაკლიაში, საქართველოს ჩემპიონატზე მიიღებს.
25 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტმა რაგბის ფესტივალს უმასპინძლა. სპორტული ღონისძიება, ქალაქ მარნეულის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა, რომელიც საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას მიეძღვნა. ფესტივალში მონაწილეობა ქალაქ თბილისის, თელავის, რუსთავისა და მარნეულის სარაგბო გუნდებმა მიიღეს.

















