მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში USAID ახალ პროექტს განახორციელებს
26 სექ 2014
 
„დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ (G3) პროგრამა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია თვითმმართველი  ერთეულის საქმიანობისა და შედეგების თვითშეფასების მეთოდოლოგიისა და ობიექტურ ინდიკატორზე დაფუძნებული შეფასების ინსტრუმენტის შექმნა.პროექტის პრეზენტაცია   ადგილობრივი ხელისუფლების კომპონენტის უფროსმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა „დემოკრატიული მართველობა საქართველოში“(G3) დავით მიქელაძემ წარმოადგინა.მისი თქმით, მარნეულის მუნიციპალიტეტი ქალაქ რუსთავსა და თიანეთის მუნიციპალიტეტებთან ერთად შერჩეულ იქნა საპილოტე მუნიციპალიტეტად, რათა მოხდეს შემუშავებული თვითშეფასების მეთოდოლოგიის გამოცდა და შემდგომი დახვეწა.სტუმრების განმარტებით, თვითშეფასების ეს ინსტრუმენტი გამოყენებული იქნება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებს  საქმიანობის ეფექტურად დაგეგმვასა  და წარმართვაში.მარნეულის მუნიციპალიტეტის  გამგებელმა  მერაბ თოფჩიშვილმა დადებითად შეაფასა პროექტი და სტუმრებს  მისი განხორციელებისთვის სამომავლო მხარდაჭერა აღუთქვა.„მოხარული ვარ, რომ დაინტერესებულები ხართ თვითმმართველობის   მიერ გაწეული საქმიანობის  ხარისხის შესწავლით.  პროექტით ობიექტურად შეფასდება  თვითმმართველობის  მუშაობის ხარისხი, რაც  ჩვენს მიერ  გაწეულ მომსახურებას უფრო  ეფექტურს გახდის. ჩვენ მზად ვართ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ პროექტის   განხორციელების ყველა ეტაპზე.“- განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის  გამგებელმა  მერაბ თოფჩიშვილმა. {AG}26.09.2014-USAID.samushao.shekhvedra{/AG}
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2780
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2065
სექ 19 სამ 2023
2320
ივლ 05 ოთხ 2023
2472
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031