გაცნობებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2023 წლის 16 აგვისტოს გამოაცხადა დახურული და ღია კონკურსი. ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განცხადებების მიიღება ხორციელდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge), მხოლოდ ელექტრონული ფორმით, 5 კალენდარული დღის განმავლობაში.
კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილება - მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი/უფროსი საჯარო თანამდებობა - 1 ვაკანტური თანამდებობა;
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილება - მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი/უფროსი საჯარო თანამდებობა - 2 ვაკანტური თანამდებობა;
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის გენდერული საკითხების და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის განყოფილება - მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი/უფროსი საჯარო თანამდებობა - 2 ვაკანტური თანამდებობა;
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის გენდერული საკითხების და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის განყოფილება - მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი/უფროსი საჯარო თანამდებობა - 2 ვაკანტური თანამდებობა;
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება - მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი/უფროსი საჯარო თანამდებობა - ვაკანსია - 1 ვაკანტური თანამდებობა;
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მატერიალურ-ტექნიკური და კომპიუტერული უზრუნველყოფის განყოფილება - მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი/უფროსი საჯარო თანამდებობა - 1 ვაკანტური თანამდებობა;
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მატერიალურ-ტექნიკური და კომპიუტერული უზრუნველყოფის განყოფილება - მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი/უმცროსი საჯარო თანამდებობა - 1 ვაკანტური თანამდებობა.