მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
განცხადება

 

განცხადება
16 ნოემ 2023
 

                                                                                                                  

სგშ ანგარიშის საჯარო განხილვა - საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის, ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში

სგშ ანგარიშის საჯარო განხილვა - საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის, ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა, ენერგეტიკა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: საქართველო (მთელი ქვეყნის მასშტაბით)

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

დაგეგმილი საქმიანობის სგშ ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

·         2023 წლის 11 დეკემბერი, 11:00 საათი, ქ. თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის შენობა, III სართული, ოთახი N301 (მის: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N1) (ჰიბრიდული ფორმატი https://deloitte.zoom.us/j/91920356434?pwd=QzFiNlE0RnJ3Y1dyVWJkL1M2blJQZz09#success)

·         2023 წლის 15 დეკემბერი, 16:00 საათი, ონლაინ ფორმატში -https://deloitte.zoom.us/j/92234395643?pwd=WjJQTis1UDdwcFB0NU85djVtaFJCUT09#success

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. წარმოდგენილ სგშ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირიN150, ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს). დამატებით გაცნობებთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე -https://ei.gov.ge/ka/info/ce31e2ef-816e-44dc-9171-dd06a8f52db4

 
 
მნახველთა რაოდენობა: 725
 
 
 
განცხადება
აპრ 17 ოთხ 2024
309
აპრ 01 ორშ 2024
140
თებ 27 სამ 2024
463
თებ 21 ოთხ 2024
514
დეკ 15 პარ 2023
915
ნოემ 29 ოთხ 2023
711
ნოემ 24 პარ 2023
692
ნოემ 03 პარ 2023
768
ნოემ 16 ხუთ 2023
726
ნოემ 15 ოთხ 2023
1525
ნოემ 13 ორშ 2023
804
ოქტ 30 ორშ 2023
913
ოქტ 04 ოთხ 2023
974
ოქტ 01 კვ 2023
876
აგვ 20 კვ 2023
977
აგვ 01 სამ 2023
1047
ივლ 31 ორშ 2023
1377
ივნ 14 ოთხ 2023
1028
თებ 17 პარ 2023
1208
იან 16 ორშ 2023
1229
იან 10 სამ 2023
1211
ნოემ 07 ორშ 2022
1467
ოქტ 20 ხუთ 2022
1444
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930