მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
განცხადება

 

განცხადება
20 ოქტ 2022
 

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - მარნეულის მუნიციპალიტეტში, სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგოს” 18,56 კმ სიგრძის 500 კვ ეგხ „მარნეული-აირუმის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი


დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: 18,56 კმ სიგრძის 500 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგო“;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: მარნეულის მუნიციპალიტეტი;

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა:
2022 წლის 14 ნოემბერი 12:00 საათი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქუთლიარის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

"გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. ქუთლიარის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ შემდეგი ადრესატი:  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.

იხ. საჯარო განხილვის წესი.

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში

არატექნიკური რეზიუმე

ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები

დანართი 1

დანართი 2

დანართი 3

დანართი 4

SHP ფაილები


 
 
მნახველთა რაოდენობა: 698
 
 
 
განცხადება
აგვ 20 კვ 2023
158
აგვ 01 სამ 2023
180
ივლ 31 ორშ 2023
516
ივნ 14 ოთხ 2023
300
თებ 17 პარ 2023
487
იან 16 ორშ 2023
520
იან 10 სამ 2023
486
ნოემ 07 ორშ 2022
745
ოქტ 20 ხუთ 2022
699
აგვ 16 სამ 2022
1549
აგვ 04 ხუთ 2022
1052
ივნ 24 პარ 2022
1012
ივნ 20 ორშ 2022
1014
ივნ 07 სამ 2022
996
აპრ 06 ოთხ 2022
1085
მარ 31 ხუთ 2022
1427
 
 
სიახლეები
2023 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031