მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
განცხადება

 

განცხადება - კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა - PRAISE Marneuli
06 მაი 2021
 

პროექტს ახორციელებს CENN,  HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით და ემსახურება ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის შექმნის შესაძლებლობების გაზრდას, გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პოპულარიზების გზით. 

პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის სოფლებში სიღარიბის შემცირებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

მარნეულის მუნიციპალიტეტში, პროექტის ფარგლებში, იქმნება მულტისექტორული სამუშაო ჯგუფი, რომლის ძირითადი ფუნქციებია:

გარემოსადმი მეგობრული, კლიმატისადმი გამძლე სოფლის მეურნეობის საკითხებზე, საჭიროებათა კვლევაში და საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობა;

მიწასა და სხვა ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული პრობლემების ადვოკატირებაში ჩართულობა;

პროექტის საგრანტო კონკურსისთვის საზოგადოების მობილიზაციაში, საგრანტო პროექტების შერჩევასა და მათ მონიტორინგში ჩართულობა;

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის საზოგადოების მობილიზაციაში ჩართულობა;

ჯგუფში წევრობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებით. ჯგუფი იქნება მუნიციპალიტეტის, კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის აქტიურ წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული, ვინც სოფლის მეურნეობის ან/და მომიჯნავე სფეროებში საქმიანობს. 

აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა - 31 მაისი, 23:59 საათი.

სამუშაო ჯგუფის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ საინფორმაციო დოკუმენტში: https://tinyurl.com/MSWGMission

გამოაგზავნე განაცხადი და არ გაუშვა მარნეულის მუნიციპალიტეტის განვითარებაში შენი წვლილის შეტანის შანსი;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდით:

ნილუფერ კურბანოვა

ფერმერთა მობილიზების და კვალიფიკაციის ამაღლების კოორდინატორი 

გიორგაძის ქუჩა #1, მარნეული, საქართველო,

t +995 32 275 19 03 / 04

f +995 32 275 19 05

m +995 599 02 30 90

nilufer.kurbanova@cenn.org 

www.cenn.org


 
 
მნახველთა რაოდენობა: 1867
 
 
 
განცხადება
აგვ 20 კვ 2023
141
აგვ 01 სამ 2023
163
ივლ 31 ორშ 2023
500
ივნ 14 ოთხ 2023
277
თებ 17 პარ 2023
476
იან 16 ორშ 2023
510
იან 10 სამ 2023
476
ნოემ 07 ორშ 2022
731
ოქტ 20 ხუთ 2022
686
აგვ 16 სამ 2022
1534
აგვ 04 ხუთ 2022
1041
ივნ 24 პარ 2022
1004
ივნ 20 ორშ 2022
1000
ივნ 07 სამ 2022
976
აპრ 06 ოთხ 2022
1071
მარ 31 ხუთ 2022
1413
 
 
სიახლეები
2023 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930