მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
განცხადება

 

განცხადება - საჯარო განხილვისთვის
08 აპრ 2021
 

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გარდაბნის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ,,ალავერდი“-ს (შესვლა-გასვლის 220 კვ ძაბვის ქ/ს ,,მარნეული-220“-ში №1 საყრდენსა და 220 კვ ძაბვის ქ/ს ,,მარნეული-220“-ის პორტალს შორის გაძარცვული უბნის და №12-№34 საყრდენებს შორის უბანი) რეაბილიტაციის პროექტი.

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: გარდაბნის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ,,ალავერდი“-ს (შესვლა-გასვლის 220 კვ ძაბვის ქ/ს ,,მარნეული-220“-ში №1 საყრდენსა და 220 კვ ძაბვის ქ/ს ,,მარნეული-220“-ის პორტალს შორის გაძარცვული უბნის და №12-№34 საყრდენებს შორის უბანი) რეაბილიტაცია;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტები;

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის  დრო და ადგილი:

• 2021 წლის 6 მაისი 10:00 საათი, გარდაბანის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა

• 2021 წლის 6 მაისი 15:00 საათი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, კაპანახჩის სათემოს ადმინისტრაციული ერთეულის შენობა

• 2021 წლის 7 მაისი 11:00 საათი მარნეულის მუნიციპალიტეტი, ალგეთის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა

• 2021 წლის 7 მაისი 15:00 საათი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა

"გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება ქ. რუსთავის მერიის შენობაში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 24 მაისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31678


 
 
მნახველთა რაოდენობა: 2337
 
 
 
განცხადება
მაი 02 ხუთ 2024
959
მაი 01 ოთხ 2024
832
აპრ 17 ოთხ 2024
1252
აპრ 01 ორშ 2024
897
თებ 27 სამ 2024
1260
თებ 21 ოთხ 2024
1265
დეკ 15 პარ 2023
1682
ნოემ 29 ოთხ 2023
1486
ნოემ 24 პარ 2023
1423
ნოემ 03 პარ 2023
1524
ნოემ 16 ხუთ 2023
1470
ნოემ 15 ოთხ 2023
2302
ნოემ 13 ორშ 2023
1569
ოქტ 30 ორშ 2023
1694
ოქტ 04 ოთხ 2023
1626
ოქტ 01 კვ 2023
1541
აგვ 20 კვ 2023
1631
აგვ 01 სამ 2023
1699
ივლ 31 ორშ 2023
2053
ივნ 14 ოთხ 2023
1681
თებ 17 პარ 2023
1848
იან 16 ორშ 2023
1854
იან 10 სამ 2023
1838
ნოემ 07 ორშ 2022
2100
 
 
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
959
2024 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031