მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სადახლო-წოფი-ახკერპის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გრძელდება
19 სექ 2023
 

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სადახლო-წოფი-ახკერპის საავტომობილო გზის 8.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და სომხეთის რესპუბლიკის საზღვრამდე მიდის

პროექტი ითვალისწინებს გზის სრულ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილისა და 1 ხიდის რეაბილიტაცია, არსებული ხელოვნური ნაგებობების აღდგენა და ახალი ნაგებობების მოწყობა. ასევე, გათვალისიწინებულია მიერთებების, წყალგამტარი მილების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტოსადგომის, ავტოპავილიონების, საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 6 655 986 ლარია. სამუშაოების დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2175
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2031
სექ 19 სამ 2023
2301
ივლ 05 ოთხ 2023
2452
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031