მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულელი სპორტსმენი თამაზ ბოჭოიძე მკლავჭიდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონი გახდა
04 სექ 2023
 

მარნეულელი სპორტსმენი თამაზ ბოჭოიძე მკლავჭიდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონი გახდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მერის პირველმა მოადგილემ როინ დეკანოიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რიჩარდ გიგანმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ოჯახის წევრებმა და გულშემატკივრებმა, ყაზახეთიდან დაბრუნებულ მარნეულელ სპორტსმენს აეროპორტში დახვედრა მოუწყვეს და მიღწეული წარმატება მიულოცეს. 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მარნეულიდან, ოფიციალური დელეგაცია იმყოფებოდა. ყაზახეთში გამართულ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში, მარნეულელმა თამაზ ბოჭოიძემ მოიპოვა ჩემპიონობა! მან 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მარჯვენა მკლავში პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან ასევე წარმატებით იასპარეზა აბსოლუტურ წონაში და მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ულოცავს სპორტსმენს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს!

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2272
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2031
სექ 19 სამ 2023
2302
ივლ 05 ოთხ 2023
2452
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031