მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 სიახლეები

 

სოფლის საერთო კრებები მარნეულში გრძელდება
30 იან 2019
 

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები წერაქვის, ქუთლიარის და კაპანახჩის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა.

მოსახლეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, გარე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება - სოფელ კაპანახჩში, პირველ და მეორე ქესალოში, წერაქვსა და ლეჟბადინში.

რაც შეეხება სოფელ სიონს მოსახლეობის გადაწყვეტილებით წელს მოეწყობა მდინარეზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდი და სასაფლაოს ტერიტორიაზე გაკეთდება ფანჩატური, ხოლო ჯანხოშში დაიგეგმა სამელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით დამატებითი მილების მოწყობა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგა, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის (რეგფონდის) ქვეკომპონენტია, რომლის ფარგლებშიც, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, რომელსაც მოსახლეობა დასახლებების მიხედვით ხმათა უმრავლესობით განსაზღვრავს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4477
 
 
 
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 სიახლეები
თებ 07 ხუთ 2019
4093
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930