21 იანვრიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, სოფლის კრებები ჩატარდება, სადაც მოსახლეობა ადგილზე განსაზღვრავს, თუ რა ტიპის პროექტის განხორციელებას დაუჭერენ მხარს, საკუთარ სოფელში.
მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის საერთო თანხიდან გამოყოფილია 616 000 ლარი. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგა, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის (რეგფონდის) ქვეკომპონენტია, რომლის ფარგლებშიც, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ 20 მილიონი ლარი დაიხარჯება და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.
სოფელმა უკეთ იცის თუ რა მოთხოვნა და საჭიროებებია ადგილზე, სწორედ ამიტომ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს 3700 სოფელში მცხოვრებ ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს, სოფლის კრებებზე, თავად ექნება საშუალება განსაზღვრონ, თუ რა ტიპის პროექტი უნდა განხორციელდეს მათ სოფელში. დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიებია: სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზები, გარე განათება, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ამბულატორიის შენობები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სკვერები და თავშეყრის ადგილები, მინიჰესები და ა.შ.
გადაწყვეტილებები თუ როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი 20 მილიონი ლარი, ყველა კრებაზე პირველ მარტამდე უნდა იქნეს მიღებული. დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა. კრებებს აღმასრულებელი ხელისუფლების და მუნიციპალიტეტების წარმომადგენელებიც დაესწრებიან.
საერთო კრების სხდომის ან კონსულტაციის გამართვის თარიღი და დრო - სოფლების მხედვით - ბრძანება №08 05.01.2019
საერთო კრების სხდომის ან კონსულტაციის გამართვის თარიღი და დრო - სოფლების მხედვით - ბრძანება №21 11.01.2019 (№8 ბრძანებაში ცვლილების შესახებ)
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 სიახლეები
21 იანვრიდან მარნეულის სოფლებში „სოფლის კრებები“ გაიმართება
18 იან 2019
მნახველთა რაოდენობა: 4194
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
335
აპრ 22 ოთხ 2020
15536
აპრ 22 შბ 2017
28725
იან 09 ორშ 2017
28313
აგვ 30 სამ 2016
30335
აგვ 27 შბ 2016
29627
სექ 02 პარ 2016
28012
აგვ 26 პარ 2016
27521
აგვ 30 სამ 2016
25688