სიახლეები
გარემოს დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მარნეულში
18 ივნ 2013
მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ ფერმერებთან და მოსახლეობასთან. შეხვედრა მოეწყო ქ.მარნეულის ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში’’. ღონისძიება გახსნა და ზოგადი ინფორმაცია მიაწოდა მოსახლეობას-მდგრად ორგანულ დამაბინძურებლებზე, სახიფათო ნარჩენებზე, ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე და მათთან დაკავშირებულ პრობლემებზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გია სოფაძემ/ ,,ეკო-ხედვა’’ ინფორმაცია პროექტზე:,, საქართველოში მოდ პესტიციდების ლიკვიდაცია და მათი ლოკალიზაციის საწყისი ღონისძიებები’’ წარადგინა ლალი თევზაძემ/ ,,პროექტის მენეჯერი’’ სახიფათო ნარჩენები და მათი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე-მანანა ჟურული/,,საქართველოს ეკოლოგიური და ბიოლოგიური მონიტორინგის ასოციაცია’’ ფერმერთა მომსახურების ცენტრები და მათი მოვალეობები-ნინო ჩხობაძე/ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანეთა პარტია’’ სახიფათო ქიმიური ნივთიერებების იმპორტი-რუსუდან სიმონიძე/ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანეთა პარტია’’ 2001 წლის 22-23 მაისს, მხარეთა შეხვედრაზე, სტოკჰოლმის კონვენციამ მიზნად დაისახა ნარჩენების სახით არსებული მოდ-ების განადგურება / ლიკვიდაცია, ხოლო გამოყენებაში არსებულის მაქსიმალურად შეზღუდვა და საბოლოოდ მათი ხმარებიდან ამოღება. ასევე მოდ-ების როგორც თანმხლები პროდუქტების გარემოში გამოყოფის შემცირება და საბოლოოდ შეწყვეტა. სტოკჰოლმის კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა 2003 წლის 23 მაისს, ხოლო საქართველოს პარლამენტმა მისი რატიფიცირება განახორციელა 2006 წლის 11აპრრილს და ამით საქართველომ გარკვეული ვალდებულებები აიღო. ღონისძიების მიზანი იყო: ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის მიწოდება მდგრად ორგანულ დამაბინძურებლებსა და პესტიციდებზე; ინფორმაციის მიწოდება მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე UNDP/GEF -ის პროექტზე: ,,საქართველოში არსებული მოდ პესტიციდების ლიკვიდაცია და მათი ლოკალიზაციის საწყისი ღონისძიებები’’.
მნახველთა რაოდენობა: 3564
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
433
აპრ 22 ოთხ 2020
15608
აპრ 22 შბ 2017
28833
იან 09 ორშ 2017
28384
აგვ 30 სამ 2016
30395
აგვ 27 შბ 2016
29679
სექ 02 პარ 2016
28097
აგვ 26 პარ 2016
27597
აგვ 30 სამ 2016
25738