მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ წერაქვში პოეზიის საღამო მოეწყო
31 აგვ 2015
 

30 აგვისტოს, მარნეულის მუნიციპალიტეტის  ა(ა)იპ „კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით, სოფელ წერაქვში,  მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის სახლ–მუზეუმის ეზოში, პოეზიის საღამო მოეწყო.

ღონისძიებას ესწრებოდა  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, გუბერნიის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ლევან ჟვანია, მარნეულის  მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, მოადგილეებთან და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გამგეობის თანამშრომლები, ფესტივალის ორგანიზატორები და  ადგილობრივი მოსახლეობა.
ფესტივალი შებინდებისას  არაორდინალურ გარემოში დაიწყო, რომელიც  ღია ცის ქვეშ  ჩირაღდენბის, კოცონის და ანთებული სანთლების ფონზე გაიხსნა. 
 საღამოს მთავარი მიზანი ისეთი გარემოს შექმნა იყო, სადაც ნებისმიერი  დამსწრე  შეძლებდა განტვირთვას. როგორც  ორგანიზატორება განაცხადეს საღამო გრანდიოზული მუსკილაური ფესტივალის „ერთიანი კავკასია“ “ONE CAUCASUS” -ის დახურვას მიეძღვნა, რადგან  ფესტივალის  გადატვირთული რეჟიმის გამო, ყველა მონაწილეს და ორგანიზატორს აღნიშნული საღამოს საშუალებით შეძლებოდათ განტვირთვა და სრულიად  სხვა სასიამოვნო გარეოში მოხვედრა.
ღონისძიება  მშვიდ გარემოში მიდინარეობდა– კლასიკური მუსიკი, წითელი ღვინის, ალაფურშეტისა  და სპეციალურად სტუმრებისთვის შექმნილი დეკორაციების თანხლებით.
საღამოს უამრავი  სტუმარი ესწრებოდა. შებინდებულზე ადგილობრივმა ახალგაზრდებმა  წაიკითხეს  თავიანთი დაწერილი ლექსები, რომელმაც დიდი ოვაციები გამოიწვია  დამსწრე საზოგადოებაში. ღონისძიებაზე მისულთ საშუალება ქონდათ დაეთვალიერებინათ ადგილობირივი  ახალგაზრდა მხატვრის ნინო ცარციძის ნახატები, ასევე ენახათ მოკლემეტრაჟიანი ფილმები, რომელიც სპციალურად დამსწრე საზოგადოებისთვის გადიოდა.
ღონისძიების ნაწილი  ფესტივალის „ერთიანი კავკასია“–“ONE CAUCASUS”–ის ორგანიზატორებს და სახვადასხვა ქევყნებიდან ჩამოსულ მოხალისეებს მიეძღვნათ, მათ მიეცათ საშუალება წაეკითხათ თავინთი ქვეყნის ლექსები და  წარმოეჩინათ  თავიანთი  ქვეყნის კულტურა. 
საღამოს  დასარულს  ქვემო ქართლის გუბერნატორმა და მარნეულის მუნიცპლაიტეტის გამგებელმა ღონისძიებაში მონაწილე  ყველა გამომსვლელს, ფესტივალში აქტიური მონაწილეობისთვის დიპლომები  და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.  გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა  სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა ფესტივალი „ერთიანი კავკასია“– “ONE CAUCASUS”–ის და პროექტ „თანამონაწილეობით ბიუჯეტის“ ორგანიზატორებიც.
აღსანიშნავია, რომ პოეზიის საღამო მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის აქტიური მხარდაჭერით ჩატარდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2814
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2022
სექ 19 სამ 2023
2292
ივლ 05 ოთხ 2023
2437
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930