მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სამუშაო შეხვედრა – „თანამონაწილეობითი ბიუჯეტის“ ფარგლებში
29 აგვ 2015
 

27 აგვისტოს, სოფელ წერაქვში ფესტივალ „ერთიანი კავკასიის“–„ONE CAUCASUS“ სამზადისის პარალელურად, „ღია სამოქალაქო საბჭოს“ სამუშაო შეხვედრა მოეწყო, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეების მიერ დაწერილი პროექტების შეჯამება და დეტალიზაცია იყო.

სამუშაო შეხვედრა გამოირჩეოდა მოქალაქეების მაღალი აქტივობით და ჩართულობით, სადაც კიდევ ერთხელ დეტალური განიხილეს დაწერილი პროექტები, განსაზღვრეს პრიორიტეტები და შეაჯამეს პროექტის მიმდინარეობა.
„ღია სამოქალაქო საბჭოს“ შეკრებას ესწრებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, პოლონელი ექსპერტები, დაინტერესბული პირები და ადგილობრივი მოსახლეობა.
შეგახსნებთ, რომ სულ შემოვიდა 47 საპროექტო განცხადი, რომლის პირველადი განხილვა უკვე შედგა 27 აგვიტოს სოფელ წერაქვში. გამარჯვებული პროექტები გამოვლინდება ოქტომბრის შუა რიცხვებში, რომელსაც საბოლოოდ გამოავლენს „ღია სამოქალაქო საბჭოს“ წევრები და ადგილობრივ თვითმმართველობაში მომუშავე კომპეტენტური პირები.
აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩაერთო 118 მონაწილე 43 სოფლიდან. მათ შეისწავლეს, თუ როგორ მუშაობს / ნაწილდება მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და აგრეთვე გაიგეს თანამონაწილეობრივი ბიუჯეტის იდეა. მათ ერთად იმსჯელეს და გადაწყვიტეს თუ რაზე დაიხარჯოს 1,5 მლნ ლარი, რომელიც გამოიყოფა ადგილობრივი ბიუჯეტიდნ (როგორც მინიმუმი) და მათ მიერ დაწერილი პროექტების განხორციელებას მოხმარდება.
შეგახსნებთ, რომ პროექტი თანამონაწილეობითი ბიუჯეტი – გულისხმობს ადგილობრივი ბიუჯეტის შემუშავებას და დამტკიცებას მოქალაქეთა მაქსიმალურ ჩართულობით, ფინანსური გეგმის ერთობლივ მართვას–მოქალაქეებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2567
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2022
სექ 19 სამ 2023
2292
ივლ 05 ოთხ 2023
2436
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930