მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პროექტ „თანამონაწილეობითი ბიუჯეტის“ ფარგლებში საპროეტქო განაცხადების მიღება დასრულდა
25 აგვ 2015
 

20 აგვისტოს პროექტ „თანამონაწილეობითი  ბიუჯეტის“  ფარგლებში დასრულდა საპროექტო  განაცხადების  მიღება. შეგახსენებეთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფს  შესაძლებლობა ჰქონდა  მუნიციპალიტეტის  განვითარების მიზნით,  დაეწერათ და წარედგინათ  პროექტები სხვადასხვა თემატიკაზე.  

სულ შემოვიდა  47 საპროექტო განცხადი, რომლის პირველადი განხილვა მოხდება 27–28 აგვისტოს სოფელ წერაქვში. სადაც  შეიქმნება „ღია სამოქალაქო საბჭო მარნეულის მოქალაქეებისთვის“. საბჭო დაკომპლექტებული იქნება  , მარნეულის მუნიციპალიტეტში მცოხვრები მოქალაქეებისგან.  
გამარჯვებული  პროექტები გამოვლინდება ოქტომბრის შუა რიცხვებში, რომელსაც  საბოლოოდ გამოავლენს „ღია სამოქალაქო საბჭოს“ წევრები და ადგილობრივ თვითმმართველობაში მომუშავე კომპეტენტური პირები.
აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩაერთო 118 მონაწილე 43 სოფლიდან. მათ შეისწავლეს, თუ როგორ მუშაობს / ნაწილდება მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და აგრეთვე გაიგეს თანამონაწილეობრივი ბიუჯეტის იდეა. ზემოთ ხსენებული მონაწილეები მუშაობდნენ ჯგუფებში, რათა პროექტ „თანაონაწილეობითი ბიუჯეტის“  ფარგლებში გადაეწყვიტათ ადგილობრივი პრობლემები/ თავიანთი სოფლების საკვანძო პრობლემები თანამონაწილეობრივი ბიუჯეტისთვის.  მათ ერთად იმსჯელეს და გადაწყვიტეს თუ  რაზე დაიხარჯოს 1,5 მლნ ლარი, რომელიც გამოიყოფა ადგილობრივი ბიუჯეტიდნ (როგორც მინიმუმი). აღნიშნული  1,5 მლნ ლარიდან 500 000 მლნ ლარი მოხმარდება მიკრო პროექტებს (10 000 ლარამდე). საერთო ჯამში თანამონაწილეობრივი ბიუჯეტი იქნება მარნეულის მუნიციპალიტეტის მთლიან ბიუჯეტში 5%-ზე  მეტი.
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა პროექტში ჩართულ ყველა მოქალაქეს დიდ მადლობას უხდის აქტიურობისათვის და საპროექტო განაცხადების დროულად წარდგენისათვის!

გთავაზობთ მოქალაქეების მიერ შემუშავებულ პროექტებს (PDF)

ვრცლად იხილეთ: www.onecaucasus.org/ge/

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2657
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2022
სექ 19 სამ 2023
2292
ივლ 05 ოთხ 2023
2436
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930