მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის №3 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცის შესახებ საჯარო განხილვა მოეწყო
17 აგვ 2015
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში  მოეწყო საჯარო განხილვა მარნეულის №3 ბაგა-ბაღის რეაბილიტაციის ქვე-პროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის  შესახებ.

შეხვედრას  ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, საბავშვო ბაღის აღსაზრდელების  მშობლები, მასწავლებლები და საბავშვო ბაღის სხვა თანამშრომლები.
აღსანიშნავია, რომ ქვე-პროექტი ითვალისწინებს  მარნეულის №3 ბაგა-ბაღის შენობის რეაბილიტაციას, რომელიც მდებარეობს 26 მაისის ქუჩაზე, ქალაქ მარნეულში. არსებული საბავშვო ბაღი არის ორსართულიანი შენობა, რომელიც აშენდა გასული საუკუნის 80-იან წლებში, საბავშვო ბაღის ინტერიერი და ექსტერიერი ძლიერ დაზიანებულია და საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას. 
აღსანიშნავია, რომ ამჟამად  საბავშვო ბაღი მოქმედია და ემსახურება 470 ბავშვს. პერსონალის რაოდენობა შეადგენს 41 ადამიანს და მათი ხელფასის გადახდა ხდება მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ. ქვე-პროექტის განხორციელების ძირითად სარგებელს წარმოადგენს ბავშვებისთვის და მასწავლებლებისთვის პირობების გაუმჯობესება საბავშვო ბაღში.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია მთლიანად იღებს პასუხისმგებლობას, რომ საბავშვო ბაღის პერსონალი მიიღებს ხელფასს სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების პერიოდში.
ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2966
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2019
სექ 19 სამ 2023
2290
ივლ 05 ოთხ 2023
2435
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930