მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გამგებელმა ორგანული ნარჩნების გადამამუშავებელი საწარმო მოინახულა
17 აგვ 2015
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა  მერაბ თოფჩიშვილმა, პირველმა მოადგილემ ზაურ ტაბატაძემ და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელმა  პირებმა ორგანული ნარჩნების გადამამუშავებელი საწარმო მოინახულეს  და თანამშრომლებს  საწარმოს ახალი ხელმძღვანელი  სოსო ჯიყაშვილი წარუდგინეს.

აღსანიშნავია, რომ ქარხანა ორგანული  ნარჩენებისგან სპეციალურ ნედლეულს გადაამუშავებს, რომელსაც ფერმერები ნიადაგის გასაფხვიერებლად იყენებენ. გადამუშავებული ნარჩნებისაგან მიღებული სასუქი სხვა სასუქზე უფრო ხელმისაწვდომ ფასად იყიდება და უფრო ნაყოფიერია.
მარნეულის ახალი საწარმო გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში არსებული საწარმოს ანალოგია. საწარმოს  მუშაობის ტექნოლოგიებს  ქართველი სპეციალისტები გერმანიაში   ყოფნისას გაეცნენ  და იქ გადამზადნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2691
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2018
სექ 19 სამ 2023
2290
ივლ 05 ოთხ 2023
2433
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930