მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

აგვისტოს ომში დაღუპულ მარნეულელ ჯარისკაცთა ხსოვნას პატივი მიაგეს
08 აგვ 2015
 

2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომის 7 წლისთავთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა  მერაბ თოფჩიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ნაბი აბდულაევმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად,   საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული მარნეულელი   ჯარისკაცების  მემორიალი ყვავილების  გვირგვინით შეამკეს  და მათ ხსოვნას პატივი  მიაგეს.

დაღუპული ჯარისკაცების გასახსენებელ ღონისძიებას,  მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამშრომლები, მარნეულის ტერიტორიაზე მდებარე საავიაციო სამხედრო ნაწილის ჯარისკაცები,  ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
ჯარისკაცების მემორიალთან,  მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა ილია ჭიღლაძემ  გარდაცვლილი მეომრების სულების მოსახსენიებელი  პანაშვიდი გადაიხადა.  სადაც   ასევე იქადაგა  მათ მიერ სამშობლოს დასაცავად გაწეული თავდადების მნიშვნელობაზე.
ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა მუნიციპალიტეტის  გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ  ნაბი აბდულაევმა. მათ  ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით კიდევ ერთხელ გამოხატეს ღრმა მწუხარება ომში დაღუპული    ჯარისკაცების  გამო და მადლობა გადაუხადეს  ღონისძიებაში მონაწილე თითოეულ მოქალაქეს.
2008 წლის აგვისტოს ომის 7 წლისთავთან დაკავშირებით, ომში  დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ  ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით,   500– 500 ლარის ოდენობით თანხა ჩაურიცხა.

 

 

 
 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2624
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2017
სექ 19 სამ 2023
2290
ივლ 05 ოთხ 2023
2432
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930