მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში ფერმერს სტიქიისგან მიყენებული ზარალი აუნაზღაურდა
21 ივლ 2015
 

მარნეულის რაიონის სოფელ თამარისში მცხოვრებ ფერმერს, გიორგი ებანოიძეს, ჭარბი ნალექის გამო მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდა.

მიმდინარე წლის 20 ივნისს მომხდარმა სტიქიამ, გიორგი ებანოიძეს ხახვის ბაღჩის მოსავლის 75% გაუნადგურა. სადაზღვევო კომპანიის მიერ ზარალის დათვლის შემდეგ, თანხამ 232 000 ლარი შეადგინა, რომელიც სადაზღვევო კომპანია ალდაგმა სრულად აანაზღაურა.
დღეს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამა „აგროდაზღვევის“ მენეჯერი ლევან მაღრაძე, ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია, გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და სადაზღვევო კომპანია ალდაგის ქონებრივი ზარალების მართვისა და მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი ვახტანგ ებიტაშვილი, მარნეულის რაიონში დაზარალებულ გიორგი ებანოიძეს შეხვდნენ, სტიქიის შედეგად განადგურებული ნაკვეთი დაათვალიერეს და ზარალის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადასცეს.
მარნეულის რაიონის სოფელ თამარისში მცხოვრები გიორგი ებანოიძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის“ პროგრამაში 2014 წლის ოქტომბრის თვეში ჩაერთო, პროექტის დახმარებით 17 ჰექტარი ხახვის მოსავალი დააზღვია, სადაზღვევო პრემიამ 30 345 ლარი შეადგინა, აქედან სააგენტომ ბენეფიციარს 28,560 ლარი გადაუხადა, ხოლო გიორგი ებანოიძეს მხოლოდ 1 750 ლარის გადახდა მოუწია.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის“ პროგრამაში ქვემო ქართლის რეგიონის 200-ზე მეტი ბენეფიციარი ჩაერთო, აქედან 22 მარნეულის რაიონის მცხოვრები ფერმერია. 
„აგროდაზღვევის“ პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით გაცემულია 22,817 პოლისი, სუბსიდიის თანხამ შეადგინა 12 297 817 ლარი. დაზღვეული მოსავლის ღირებულებაა 164 087 076 ლარი. დაზრვეული ფართობის შეადგენს 20 281 ჰა. ჭარბი ნალექის და სეტყვის შედეგად ქვეყნის მასშტაბით დაზარალდა 3000 ბენეფიციარი, ასანაზღაურებელი თანხა პირველადი შეფასებით შეადგენს 4,500,000 მილიონ ლარს, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ზარალის შეფასება და თანხის ჩარიცხვა.

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3411
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2013
სექ 19 სამ 2023
2287
ივლ 05 ოთხ 2023
2427
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930